ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით,
საზღვრის ინტეგრირებული მართვის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათაშორისი დელეგაცია ეწვია.
შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრნენ და მგზავრთა საბაჟო და სასაზღვრო -საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცედურებს გაეცნენ.
უწყების ინფორმაციითვე, დღესვე, სტუმრები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში არსებულ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით შექმნილი კონტეინერების კონტროლის სპეციალური დანაყოფის წევრებს შეხვდნენ და უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

















