logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
16:35 16.10.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ შეხვედრაზე ინოვაციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარების, საჰაერო ფრენების, ქონების მართვის, სტრუქტურული რეფორმების - მათ შორის საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების, ექსპორტის წახალისებისა და ბიზნესსახლის პროექტის და ასევე სხვა მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
,,ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და საერთოდ ექსპორტის წახალისების და სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების სხვადასხვა მექანიზმებზე. ვისაუბრეთ ბიზნესსახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას. ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა და რებრენდინგზე, რომელიც დღეს ,,აწარმოე საქართველოში’’ ხდება, ასე რომ, მოვიცავით ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა.
,,ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის’’- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს.
,,ვისოლი ჯგუფის’’ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული სიახლეები და ინოვაციური იდეები.
,, ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ .


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა