logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს
16:03 16.10.2017
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას ფრენებს განახორციელებს.

ამის შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს დააანონსა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.
ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში.
ბილეთების შეძენა 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე : wizzair.com

„ვიზეარი“, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 333 000 მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
სორინა რაცი, ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერი : ,,სიხარულით მინდა გაცნობოთ დღეიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ. ამ რეგიონის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ვეცდებით ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები შემოგთავაზოთ. ახლახანს დავამატეთ ფრენები პარიზის, რომის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით. ჩვენი გამოცდილი ეკიპაჟი გულწრფელად ელის ქართველ მომხმარებელს ჩვენს ახალ თვითმფრინავებში.“

ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 85 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 43 ქვეყნის 143 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,300 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც ვიზეარი 2017 წლის 31 მარტის ფინანსური შედეგების მონაცემებით 23,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.

* ერთი გზის ბილეთის ფასი, მოიცავს ყველა მოსაკრებელს და სავალდებულო გადასახადს.
* ACI-ს თანახმად ყოველ 1 მილიონ გადაყვანილ მგზავრზე იქმნება 750 ადგილობრივი სამუშაო ადგილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა