საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში
შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.
სებ-ის ცნობით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

















