logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბალვანერა: EBRD-ს რეგიონის მასშტაბით საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული
ბალვანერა: EBRD-ს რეგიონის მასშტაბით საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული
19:40 15.10.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეფასებით, საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა და განხორციელებული ინვესტიციების წილი განსაკუთრებულად დიდია ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც EBRD თავის საქმიანობას ეწევა. „ჩვენი საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თუმცა განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გავუწიეთ. მათ, განსაკუთრებით „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“, შეძლეს საკრედიტო მომსახურება შეეთევაზებინათ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მეწარმე ქალებისთვის. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაეფინანსებინათ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტიზაციის პროცესები“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. EBRD-ს რეგიონალური დირექტორი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორს, ენდრიუ ვრობელს ესაუბრა.
„ჩვენი საქმიანობის მეორე მსხვილი სფეროა ენერგეტიკა. მხარს ვუჭერთ როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესების პროექტების განხორციელებას. რეალურად, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ვართ ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ბოლო პერიოდში EBRD-ის საქმიანობა ქარის ენერგეტიკასაც დაუკავშირდა, სულ ახლახანს კი მზის ენერგიის სექტორის განვითარებაშიც ჩავერთეთ. მესამე მიმართულება საქართველოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი თანამშრომლობაა. ეს კომპანიები საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლითონის მასალების წარმოება, საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა და ფარმაკოლოგია“ - აღნიშნა ბალვანერამ.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებში EBRD-ის ჩართულობა ამ დრომდე არ იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, თუმცა, ბანკმა მხარდაჭერა უკვე გაუწია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტები. „თბილისში ადვილად შესამჩნევია ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები. ისინი იმ ენერგოეფექტურობის პროგრამის ნაწილია, რომელზეც ჩვენ უფრო მსხვილი პროექტის - „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ვმუშაობთ. პროგრამა, თავის მხრივ, ცალკეული ქალაქების უფრო მეტად, მდგრად განვითარებას გულისხმობს“ - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა