ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საქართველოს ბიუჯეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ მერაბიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერთან პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა დავითაია დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა მის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის განხორციელებას და საიდან მოიტანს იმ 20 მლრდ ლარს, რომელიც პროგრამაშია გაწერილი.
„მომავალ ოთხ წელში ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, შესაბამისად, თუ მისი ნახევარი ჩვენი მთავრობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებზე დაიხარჯება, ამაში გასაკვირი არაფერია“ - აცხადებს მერაბიშვილი.

















