logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი სარეიტინგო კომპანიის „სტანდარდ ენდ ფუარსის“ წარმომადგენელს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი სარეიტინგო კომპანიის „სტანდარდ ენდ ფუარსის“ წარმომადგენელს შეხვდა
14:33 15.10.2017
საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „სტანდარდ ენდ ფუარსის“ წარმომადგენელთან შეხვედრაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთა განათლებისა და სივრცითი განვითარების რეფორმებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც არსებობს საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველოს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმასა და მის შედეგებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც დადებითი მოვლენაა. სექტემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების დოლარიზაცია წლის დასაწყისიდან შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 65%-მდე, ხოლო სესხების დოლარიზაცია შემცირდა 9 პროცენტული პუნქტით 56%-მდე. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია შემცირდა 12 პროცენტული პუნქტით 46%-მდე.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა