logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა
14:26 15.10.2017
ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია, - ასე ერქვა სესიას, სადაც მთავარ მომხსენებლად გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მთავარ მაგალითად საქართველოში განხორციელებული და საშუალო ვადაში განსაზღვრული საგადასახადო სფეროს რეფორმები დასახელდა.

საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გააკეთა. სესია გახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტორ გასპარმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში დაინერგა საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგია. შედეგად, დღეს საქართველოს ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები. მისი თქმით, იმისათვის რომ საზოგადოებასა და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა აღნიშნული პროგნოზების მიმართ, ის უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე, გასაგები და გაცილებით ინსტრუმენტალური. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ საგადასახადო შინაარსის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ იქნება განხორციელებული საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მისგან გამომდინარე რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს დამატებით ფინანსურ რესურსს უტოვებს რეინვესტირებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მახასიათებელზე, მათ შორის, სივრცითი მოწყობის კომპონენტზე, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო გზის ხერხემლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აგრეთვე, ფისკალურ რეფორმებზე, რომელმაც ბიუჯეტის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა