logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
11:39 14.10.2017
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან ჯინ ლიქუინთან (Jin Liquin). შეხვედრა აშშ-ს ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს პროგნოზირებულზე მეტად იზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებს. სწორედ აღნიშნული გეგმის თანახმად, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებით. აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში უკვე მონაწილეობს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში. თუმცა ინტერესი მას სხვა პროექტების მიმართაც აქვს.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს მომავალშიც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა