logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა
11:29 14.10.2017
25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ამბროლაურში მდებარემტკნარი წყლის ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა. შპს „იწისწყალის“ საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.
„იწისწყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს.
„რეგიონში მსგავსი საწარმოების გაჩენა, გარდა იმისა, რომ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე ქმნის ექსპორტის პოტენციალს. ეს კომპანიაც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაშიც მივეხმარებით. ვთვლით, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საშუალო კომპანიებს დაეხმაროს როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურულად და წარმოების საშუალებებით“ - აღნიშნა საწარმოში ვიზიტის დროს გიორგი გახარიამ.
„იწისწყალი“ პროდუქციის წარმოებისთვის ქვაბტკარისწყლის საბადოს იყენებს, სადაც კომპანიამ სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სათანადო აღჭურვილობის მოწყობა უზრუნველყო.
„გარდა ამჟამად დასაქმებული 25 ადამიანისა, საწარმო სამომავლოდ გეგმავს კიდევ 20 თანამშრომლის აყვანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მზარდი და ვცდილობთ, რომ მხარდაჭერისის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოს ამ ეტაპზე გააჩნია, გავხადოთ კიდევ უფრო მოქნილი და მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.
მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, რაჭაში ოჯახების დაბრუნების ტენდენცია დაიწყო, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ძალიან ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაჭაში ბიზნესს განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ „იწისწყალის“ ამოქმედების გამო თბილისიდან ოთხი ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.
კომპანია „იწისწყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც შუშის, ასევე პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება და უახლოეს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა საცალო და ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა