logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროექტ ART FROM GEORGIA–ს ფარგლებში ამბროლაურის აეროპორტში გამოფენა გაიხსნა
პროექტ ART FROM GEORGIA–ს ფარგლებში ამბროლაურის აეროპორტში გამოფენა გაიხსნა
16:38 13.10.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად

მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს საქართველოს კულტურა და იქ მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება. ეს იდეა გიორგი კვირიკაშვილმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა.
პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის - ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული იდეა მართლაც შესანიშნავია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავიანთი ნამუშევრები წარმოუდგინონ საქართველოს სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი გაცნობა ამ კუთხის, ამ რეგიონის და მთლიანად საქართველოსი მოხდება ამ ახალგაზრდა ადამიანების ნამუშევრებით. მინდა ზაურ გამყრელიძეს ვუსურვო წარმატებები, ჩვენი მას და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას, რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს დავუჭერთ. ეს არის პირველი მაგალითი, უახლოეს მომავალში მსგავსი გამოფენები მოეწყობა საქართველოს სხვა აეროპორტებშიც. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი პროექტის ინიცირებისთვის“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

რეგიონის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში ასეთი მიდგომები გაგრძელდეს.
„ჩვენს მხარეს აქვს გამორჩეული ტრადიცია ხელოვანი ხალხის მიმართ, გასახარია, რომ ზაურ გამყრელიძე გამოირჩევა განსაკუთრებით ნიჭიერებით და ხელისუფლების პოლიტიკაც სწორედ ასეთი ახალგაზრდების წახალისებისკენ, სტიმულის მიცემისკენ არის მიმართული“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ინიციატივა მართლად მისასალმებელი და სასუხარულოა.

„ეს მართლაც ძალიან კარგი პლატფორმაა, რომ აღმოვაჩინოთ ახალი სახეები და სახელები და მათი ნამუშევრებიც პოპულარული გახდეს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ჩამოსული ტურისტებისთვის. ნამუშევრებით აღფრთოვანებული ვარ, მართლაც საინტერესოა, ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავ ამ ადამიანში“ – განაცხადა კახა კანდელაკმა.



ზაურ გამყრელიძემ პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წელს შექმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარე წლის ზაფხულში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

„ჯერ კიდევ ბაღის ასაკში დავიწყე პლასტილინით მუშაობა, თავიდან ეს იყო ბავშვური გართობა, 14 წლის ასაკიდან კი უფრო სერიოზული სახე მიეცა და კონცეპტუალური სკულპტურების გაკეთება დავიწყე. დღევანდელ გამოფენაზე 20 ნამუშევარია წარმოდგენილი და პროექტ ART FROM GEORGIA –ს ფარგლებში უკვე მეორე პერსონალური გამოფენა იხსნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ყველა ორგანიზატორს და ავტორს. ახალგაზრდა არტისტებისთვის მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი შემოქმედება გამოფინონ ასეთ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, მათ შორის ბევრი უცხოელიც“, – განაცხადა ზაურ გამყრელიძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის აეროპორტში ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA მომავალი წლის იანვარში კიდევ უფრო ფართოდ ქუთაისის აეროპორტში გაიშლება, სადაც წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა