ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს
სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებელებიდან გამომდინარე, კომპანიებმა „ჯეიპიმორგანმა და „დოიჩე ბანკმა“ გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე, საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა აშშ-ში აღნიშნული ორი საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

















