logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა
11:46 13.10.2017
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს.

შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა