logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბორდოში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ჩატარებული შედეგების ანგარიში წარმოადგინეს
ბორდოში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ჩატარებული შედეგების ანგარიში წარმოადგინეს
10:42 12.10.2017
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ჩატარებული შედეგების ანგარიში წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა და გაწეული სამუშაოსთვის პროექტის მონაწილე მეცნიერებს მადლობა გადაუხადა.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, პალეობოტანიკის, მოლეკულური გენეტიკის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ. სწორედ ამ შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და ის მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
როგორც ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ კეზელმა სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern) წარსდგა. როგორც ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, არსებობს გარკვეული წესები და შეთანხმებები. ფართო საზოგადოება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევის საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ხანში მიიღებს.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მოსაზრებები შეაჯერეს.
მეცნიერთა ჯგუფის შეკრება ქალაქ ბორდოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, აშშ-დან.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა