logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარია საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს დაესწრო
გიორგი გახარია საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს დაესწრო
16:52 10.10.2017
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სეიდე ფატმე მოგიმი დაესწრნენ. მათ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმში ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 30-მდე ირანული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ირანულ კომპანიებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია - ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ირანული ბიზნესდელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტროდანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა, ჰიგიენური საშუალებები, ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი და ინტერნეტსერვისები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს დადებითად აფასებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „შედეგი, როგორც მინიმუმ, დღეს გვაქვს დაახლოებით 270 ათასი ტურისტი ირანიდან. მეორე - ვიცით, რომ დაწყებულია ძალიან მსხვილი პროექტი, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ საშუალო ბიზნესში უკეთესი მდგომარეობაა - 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 48%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა, ეს ირანის ეკონომიკისთვის არაფერია და ამიტომ ვაწყობთ ამ ღონისძიებებს, ამიტომ ტარდება როგორც ფორუმები, ასევე მთავრობათაშორისი კომისის სხდომა, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს, ის მოვხსნათ. მაგალითად, არის გარკვეული წინააღმდეგობები ავტოსაშუალებებით სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების ნაწილში... ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვაგვარებთ, რომ ბიზნესს ბიზნესთან, რაც შეიძლება, უფრო ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს“ - განუცხადა მედიის წარმოამდგენლებს გიორგი გახარიამ

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში განხორციელდა 1.6 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 657%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა