logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 9 თვის მონაცემებით წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46.63%-ით გაიზარდა
9 თვის მონაცემებით წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46.63%-ით გაიზარდა
15:46 10.10.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 199 063 მგზავრი, რაც 46.63%-ით (1 017 380 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 181 683 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

• 2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 629 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 440 067 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 725 438 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 41.42% შეადგინა;
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 77.82%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 9 თვეში აეროპორტი 182 588 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელსაღნიშნულმა მაჩვენებელმა 324 677 მგზავრი შეადგინა - 142 089 მგზავრით მეტი;
• გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 428 314 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.31% ით (157 762 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (270 552 მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 005 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 900 მგზავრით, შესაბამისად 93.40%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 9 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 105). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 517 მგზავრს მოემსახურა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.12%-ს შეადგენს.

14.42%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 9 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 95 288, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 109 032 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 26 458, 97 ტონა შეადგინა, რაც 4 207,75 ტონით, შესაბამისად, 18.91%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა