„ფუნიკულიორში“ საქართველო-ირანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6
სხდომა გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი დაესწრებიან.
კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.
სხდომა დღეს, 10:50 საათზე დაიწყება.

















