სასტუმრო ,,ბილტმორში’’ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი მისასალმებელი სიტყვით გახსნიან.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართული და ირანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ფორუმზე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, კულტურისა და განათლების დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
ფორუმი 09.50 საათზე დაიწყება.

















