პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ამასთან, იმ დადებით ტენდენციებზეც ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან არის ეკონომიკაში.
„ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორმა შეასრულა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, დადებითი ტენდენციებია საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვისდასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

















