logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე კონსოლიდაციის ფარგლებში შრომის ანაზღაურებაზე 78.4 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე კონსოლიდაციის ფარგლებში შრომის ანაზღაურებაზე 78.4 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები
13:38 09.10.2017
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6,321.1 მლნ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

„მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით.

„29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდა არის ისტორიულ პერსპექტივაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. „2016 წელს დაფიქსირებული 12.8 პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში დადებითად შეაფასა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა