2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ
დოკუმენტზე საგარეო, დიასპორისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. განხილვა მოხდება ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომაზეც.
პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში 16 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება. შენიშვნები მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაეგზავნება.
2018 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 940 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - 650 მლნ ლარის ფარგლებში.
ბიუჯეტით განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება იზრდება.

















