logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილმა ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი ჩერქეზიშვილმა ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
11:01 05.10.2017
ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს კიბერუსაფრთხოების საკითხს, რომლის უზრუნველსაყოფად ეფექტურად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც სამთავრობო უწყებებმა დანერგეს ელექტრონული სერვისები მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების და კომფორტისთვის.
გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”) თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა