logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
15:40 04.10.2017
საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 4 ოქტომბერს, სასტუმროში "რუმსში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.
ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო, მარტივი ტექსტითა და ანიმაციითაა აგებული და მისი მიზანია გააფრთხილოს მომხმარებლები გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების დაბანდებისას და გაითვალისწინონ ის ფინანსური და სამართლებრივი რისკები, რომლებიც მაღალრისკიანი კომპანიებისთვის დანაზოგების მინდობას უკავშირდება.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პერზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვა დაისახა. შესაბამისად, ვგეგმავთ საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, და კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს პირველად წარმოგიდგენთ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=vNmWQFHbgyE


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა