logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
13:41 04.10.2017
თბილისში იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „იოტაში“ ქართულ- იტალიური ბიზნესფორუმი ჩატარდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ გახსნეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ფორუმს საქართველო-იტალიის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,იტალიური მხარის ძირითად ინტერესს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმოება. ყველა ის მიმართულება, რაშიც იტალიური ექსპორტი არის ძლიერი. მეორეს მხრივ, ჩვენთვის საინტერსოა კოოპერირება და იმ ცოდნის წამოღება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები გვექნება’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და ჩინეთთან აკავშირებს, იქმნება მიმზიდველი პლატფორმა კოლეგებისთვის და ბიზნესმენებისთვის, რომ საქართველო გახდეს კონკრეტული პლატფორმა- ჰაბი როგორც წარმოების, ასევე ვაჭრობის განვითარებისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. ივან სკალფაროტოს განცხადებით, ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებს აქვს დიდი პოტენციალი რომ ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან, საქართველო კი ძალზე საინტერესო ბაზარს წარმოადგენს, ყველა იმ საერთაშორისო ინდიკატორის გათვალისწინებით რომელიც ქვეყანას აქვს.
იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელია. მათი კომპანიების საერთო წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან, ასევე ორმხრივი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იტალიურ კომპანიებსა და მათ პოტენციურ ქართველ პარტნიორებს შორის.
ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს იტალიის საგარეო ვაჭრობის პრეზიდენტმა მიკელე სკანნავინიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი ჯან ვან ბილსენი და და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.
შეგახსენებთ, ეს ფორუმი 2017 წლის მარტში ქ. რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა