logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა
საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა
18:31 03.10.2017
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani"- ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი თბილისში გამართულ შეხვედრებს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებს.

მისი განცხადებით, საუდის არაბეთისთვის საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებობებით საინტერესო ბაზარია და თბილისში გამართული შეხვედრებისას თანამშრომლობის საინტერესო მიმართულები გამოიკვეთა.

„სიმართლე გითხრათ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კულტურული მრავალფეროვნება, გასაოცარი ადამიანები და მშვენიერი ქალაქი ნამდვილად აჩენს სურვილს გადავდგა მორიგი ნაბიჯები. ეს ნამდვილად საინტერესო პოტენციური ბაზარია საუდელი ინვესტორებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებთან და ფონდებთან შეხვედრების დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ თანამშრომლობის ბევრი შესაძლებლობა, რომლის შესახებაც ვიმსჯელეთ“ - განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ.

საუდელმა ინვესტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ მისი კომპანია საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს.

ფახერ ალ შავაფიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა საქართველოში საუდური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„საქართველოს ელჩი აქტიურად აწვდის საუდელ ინვესტორებს ინფორმაციას საქართველოს გეოგრაფიული დაეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ამიტომ ვართ აქ“- განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ.

„Al-Bawani Group” -ის ხელმძღვანელი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, თანმხლებ დელეგაციასთან ერთადეწვია საქართველოს და შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანება „Al-Bawani Group“ 30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს.

მსხვილი საუდელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება. ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ერთის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა დაექსპორტის ხელშეწყობაში, მეორეს მხრივ კი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.

უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევა ბიზნესმენთა დელეგაცია, მათ შორის ინდოეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და ა.შ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა