logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიმდინარე წლის სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა
13:19 03.10.2017
მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში სექტემბრის თვისა და მიმდინარე წლის 9 თვის გაზრდილი მაჩვენებლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა გააცნეს.

ნინო ჯავახაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა 9 თვეში 28.8%-ით არის გაზრდილი.

„საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის სფეროში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას და უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც 4 სეზონის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად გადაქცევას, სადაც მთელი წლის განმავლობაში იქნება დასვენების, გართობის, საქმიანი ურთიერთობებისა თუ სარეკრეაციო მიზნებისთვის საჭირო გარემო და შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურება“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ნინო ჯავახაძის თქმით, ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან - 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ. შესაბამისად, იზრდება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის დონე - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა.

„ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაცია გააგრძელებს მრავალ საერთაშორისო აქტივობას იმისთვის, რომ ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს, მათი გაზრდილი რაოდენობა კი მშრალი სტატისტიკა არ არის - ის ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს“- განაცხადა ჩოგოვაძემ.


პრესკონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთის კურორტებზეც ისაუბრეს, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე.

„მიმდინარე წლის ზაფხულში ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი. აქედან, მნიშვნელოვანი ზრდა იყო გუდაურში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2016 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 40 265 ვიზიტორი შეადგინა“- განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. ონოფრიშვილის შეფასებით, მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. თუ საქართველო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, საქართველოში ათეულ ათასობით ადამიანი ჩამოვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას“- აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა