საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
ტურიზმის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობამ იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც ტურისტებს ზაფხულში ჰქონდათ, დღესვე უნდა დაიწყოს.
ასევე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის წარმატება, რაც ქვეყანას ამ სფეროში აქვს, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშნვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც აუცილებლად ახლავეა დასაწყები იმისათვის, რომ მომავალი წლისთვის ჩვენ კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდეთ ტურისტებს. მე ვფიქრობ, ამ სფეროში ზრდა გვექნება, როგორც ზამთარში ასევე მომავალ წელსაც. ის წარმატება, რომელიც ამ სფეროში არის ჩვენს ქვეყანაში გააჩენს ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს და ამისთვის საჭიროა, დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომლებიც ტურისტებს ზაფხულში ჰქონდათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ მიმზიდველი“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

















