სასტუმრო „იოტაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე ნინო ჯავახაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
თემა მიმდინარე წლის სექტემბრის თვის, ასევე 2017 წლის 9 თვის ტურისტული მაჩვენებლები და მთის კურორტებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნება.
პრესკონფერენცია დღეს, 11.00 საათზე გაიმართება.

















