არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგს სასტუმრო "ძველ მეტეხში" გამართავს.
აფბა-ს წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაა მოსახლეობისთვის რეალური დახმარება.
ამასთან, ორგანიზაცია დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოში ვაუჩერების დარიგების პროცესს შეაფასებს.

















