logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2018 წლის ბიუჯეტით განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება იზრდება
2018 წლის ბიუჯეტით განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება იზრდება
18:17 02.10.2017
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განხადებით, 2018 წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი. აღნიშნული ფისკალური ჩარჩო ეფუძნება სსფ-ის სამწლიან პროგრამას, რომელიც სრულად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზებს საშუალოვადიან პერიოდში. აღნიშნულის შესახებ გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ფისკალური ჩარჩო მოიცავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც 2016 წელს მიმდინარე ხარჯებზე მშპ-ის 25.9% მიიმართა, ხოლო 2017 წელს მისი წილი 24.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წლისთვის ეს რიცხვი 20.8%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებას ზრდას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ისინი გაზრდის საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ პოტენციალს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 940 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - 650 მლნ ლარის ფარგლებში.
„რაც შეეხება ხარჯებს, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზრდაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში - 572 მლნ ლარი. ეს დაფინანსება მთლიანად მიემართება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა დააჩქაროს. ასევე ჩვენ არ ვცვლით სოციალური მიმართულებით ხარჯების დაფინანსების პოლიტიკას - ჯანდაცვის პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჯამში, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 109 მლნ ლარით. აგრეთვე იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა