logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გასული წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა
გასული წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა
15:21 02.10.2017
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 14.5%-ით, საშუალოსი - 5.6%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 14.6% შეადგინა. 2016 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის 55.9% მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე მოდის.
უწყების ინფორმაციითვე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა: „აწარმოე საქართველოში“, „ერთიანი აგრო პროექტი“ და „სტარტაპ საქართველო“.
ამასთან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს საქართველოს რეგიონებში.
აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით.
რაც შეეხება სტატისტიკას, საქმიანობის სახეების მიხედვით, ბრუნვა გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში. 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობის (9.7%-იანი ზრდა), ხელოვნების, გართობის და დასვენების (37.5%-იანი ზრდა), მშენებლობის (26.0%-იანი ზრდა) და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებმა (9.4%-იანი ზრდა). 2016 წელს ბიზნესსექტორის გამოშვება 34.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 14%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. მათგან, მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.4%-ით, საშუალო ზომის საწარმოების 8.9%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 18.6%-ით. 2016 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 6.4%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 666.8 ათასი და 620.1 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32.7% მსხვილ ბიზნესზე, 21.3% საშუალო, ხოლო 46.0% მცირე ბიზნესზე მოდის. 2016 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ვაჭრობის (8.7%-იანი ზრდა), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6%-იანი ზრდა), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (7.0%-იანი ზრდა), მშენებლობის (5.5%-იანი ზრდა) და სასტუმროების და რესტორნების (10.3%-იანი ზრდა) სექტორებმა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც.
აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 41.5 ლარით გაიზარდა და 938.3 ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა