logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „Check in Georgia“-ს ფარგლებში თბილისში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
„Check in Georgia“-ს ფარგლებში თბილისში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
15:40 02.10.2017
პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფრომაციით, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაია გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მიიღეს.

უწყების ინფრომაციითვე, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, გამოფენა "Venus pudica" ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობითაა განხორციელებული. გალერეაში გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.

პრესკონფერენციის მონაწილეების განცხადებით, გამოფენა "Opera omnia," რომელიც Rai.Com-ისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.

მაია გიორგაძის შეფასებით, პროექტ „check in Georgia”-ს ფარგლებში მიმდინარე წელს არა ერთი მუსიკალური, სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ამჯერად კი ორი უნიკალური გამოფენა იმართება, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის ფორუმს ემთხვევა.

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოფენას დაესწრება იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ჩამოდის 35 უმსხვილეს იტალიური კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. გაიმართება ბიზნესფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იტალიურ ბიზნესწრეებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“- განაცხადა მაია გიორგაძემ.


გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და პროექტი Check-in-Georgia.

გამოფენების ოფიციალურ გახსნას, რომელიც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს 19:00ს თ-ზე გაიმართება, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მოადგილე ივან სკალფაროტო და იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია დაესწრება, რომლებიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა