logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12,5%-ით გაიზარდა
2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12,5%-ით გაიზარდა
11:28 02.10.2017
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,5%- ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წელს მისი მოცულობა 34,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 13,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
გასულ წელს მთლიანი ბრუნვის 44,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,9% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 25,1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,3%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის განმავლობაში 45.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 28,2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,8 %-ით მეტი). 2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,3% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 46,0% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 620,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6,1%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 7022,2 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,9 %-ით მეტი). 2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 41,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 716,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 36,5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:  მსხვილი ბიზნესი – 1129.5 ლარი,  საშუალო ბიზნესი – 1085.9 ლარი,  მცირე ბიზნესი – 697.7 ლარი. 2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,3%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,7%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.5%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
2016 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი მშენებლობის დარგზე ნაწილდება (21,6%). მეორე და მესამე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20,6%) და ვაჭრობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,1%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,5% და 11,3% - იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (9,8%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (7,9%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზე (5,6%).
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:  ქ. თბილისი – 72.0%,  აჭარის ა.რ. – 7.4%,  ქვემო ქართლი – 5.6%,  იმერეთი – 4.5%,  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:  ქ. თბილისი – 65.9%,
 აჭარის ა.რ. – 9.0%,  ქვემო ქართლი – 7.1%,  იმერეთი – 4.8%,  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3%.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:  ქ. თბილისი – 61.8%,  აჭარის ა.რ. – 10.0%,  იმერეთი – 7.4%,  ქვემო ქართლი – 6.0%,  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3%.
1. სტატისტიკურმა გამოკვლევამ არ მოიცვა:  საქმიანობის სექტორები K, O, T, U  52.62.2 (საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე) 3. გამოკვლეული საწარმოები კლასიფიცირდებიან:  ძირითადი საქმიანობის შესაბამისად,  ფაქტიური მისამართის შესაბამისად. 4. ადგილობრივი საქმიანობის სახის ერთეულის, როგორც სტატისტიკური ერთეულის შემოღებამდე ქ. თბილისში ჩართულია რამოდენიმე მსხვილი საწარმო: 1. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2. შპს „საქართველოს ფოსტა“ 3. შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 4. სს „სილქნეტი“ 5. შპს „საქართველოს რკინიგზა“ 6. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 7. სს „საქენერგორემონტი“ 8. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და ა. შ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა