logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნინო ჯავახაძე: ექსპორტის ზრდა ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული
ნინო ჯავახაძე: ექსპორტის ზრდა ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული
14:13 29.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.3%-ს შეადგენს, ხოლო ამავე წლის 8 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტია.

ამის შესახებ ჯავახაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.


„2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით აგვისტოში 14%-ით არის გაზრდილი. აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (6.9%),
სასტუმროებსა და რესტორნებში (18.5%) და უძრავი ქონების ოპერაციებში (7.8%)“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

მისი განცახდებით, მიმდინარე წლის აგვისტოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და აღნიშნული სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში გაიზარდა:
o ფეროშენადნობის ექსპორტი 134%-ით;
o აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 84%-ით;
o სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 65%-ით;
o ღვინის ექსპორტი 58%-ით;
o სპირტიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით;
o მინერალური წყლების ექსპორტი 23%-ით.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც ნინო ჯავახაძემ განმარტა, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.5%-ით არის გაზრდილი და და 1 682,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.

ჯავახაძის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის აგვისტოში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის 15%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
ასევე პოზიტიური ტენდენციაა მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისითაც. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 33.6%-ით (92.9 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 390.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა