logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
12:16 29.09.2017
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ მიმდინარე წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსითსაქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება.


ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, საქართველო პირველ პოზიციას იკავებს 5 ქვეკომპონენტში.
„მიმდინარე წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).

„რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით)“- აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით).

სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით), საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით), სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით), კონტრაქტების აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით), ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით), მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით), საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით), ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით). ამასთან, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა