ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-
2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს ფაქტი მთავრობის მიერ ამ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგია.
უწყების ცნობით, ქვეყნის პოზიციები ისეთ ქვეკომპონენტებშია გაზრდილია, როგორიცაა ინოვაციების შესაძლებლობა (6 პოზიციით), კომპანიების მიერ ტექნოლოგიების მიღების შესაძლებლობა (3 პოზიციით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი (3 პოზიციით), სახელმწიფო შესყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში (6 პოზიციით) და სხვა.
წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები ასევე გაუმჯობესებულია ისეთ მნიშვნელოვან ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (4 პოზიციით), ინვესტორთა დაცვის სიძლიერე (13 პოზიციით დასაქართველოს მე-7 ადგილზეა), ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა (2 პოზიციით), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (1 პოზიციით), ინფლაცია (79 პოზიციით), სესხების ხელმისაწვდომობა (8 პოზიციით), საგარეო ბაზრის ზომა (5 პოზიციით).

















