საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს GGF–ის (Good Governance Fund) პროექტის
ფარგლებში, ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსის (PwC) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სერგი კობახიძე და უცხოელი ექსპერტები ესტუმრნენ.
შემოსავლების სამსახურის პერესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადის რეფორმის საკითხებს, ინფორმაციის ეფექტური ანალიზის გზების ძიებას, მათ შორის, ფინანსური ანგარიშებისა და სპეციფიკური საგადასახადო რისკების შეფასების საშუალებების განვითარებასა და იმპლემენტაციას.
უწყების ინფორმაციითვე, მხარეებმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

















