მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისში საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართება.
სემინარი თემაზე - "სახაზინო სამსახურში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებული პროგრესი და საგარეო დაფინანსების აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები" ხვალ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება და 29 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, PEMPAL-ის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ხელშეწყობით ტარდება.
სემინარში ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნიდან სახელმწიფო საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გახსნის.

















