logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: აეროპორტი არის თბილისის სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: აეროპორტი არის თბილისის სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში
10:08 27.09.2017
თურქეთის ტრასპორტის მინისტრი აჰმედ არსლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოს მთავრობას პროექტის განხორციელების გამო, თურქეთის პრეზიდენტისა და პრემიერის მილოცვა გადასცა.
,,მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის. TAV თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა, მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში ‘’- განაცხადა თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას აჰმედ არსლანმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში თურქული ინვესტიციები გაიზარდა, რაც დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.
,,2005 წელს სამი რეისი სრულდებოდა თბილისსა და სტამბულს შორის და ეხლა 47 რეისს მიაღწია, რაც კარგი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“ - განაცხადა აჰმედ არსლანმა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოეწყო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
,,ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში შეხვედრის დროს სარფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დადგა დღის წესრიგში მურათ ლი მარადიდის ალტერნატიული სასაზღვრო კარების გახსნის საკითხი. ეს სასაზღვრო კარები აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი სავაჭრო პოტენციალია ჩვენს ქვეყნებს შორის. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კასპიური ნავთობის და ენერგომატარებელების გამტარი ქვეყანა, ასევე სატრანზიტო ქვეყანა, საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ ძალიან ბევრ საკითხში. 2011 წელს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე ქვეყანაში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ყოველდღიურად უფრო აღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს.’’- განაცხადა აჰმედ არსლანმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა