logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სათათბიროს პრეზენტაციას დაესწრო
გიორგი გახარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სათათბიროს პრეზენტაციას დაესწრო
15:12 26.09.2017
ფერმერთა ასოციაციამ (GFA), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დააფუძნა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ასოციაციის სათათბიროს დაფუძნებისა და სათათბიროს შემადგენლობის პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელი იანოშ ჰერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID-ის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფერმერთა ასოციაციას დაარსების 5 წლის იუბილე მიულოცა. მისი შეფასებით, ასოციაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.
"ალბათ დღეს ძალიან დიდი გადაწყვეტილება მივიღე, თუ რას გავაკეთებ ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ - ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი და მინდა, იცოდეთ, რომ რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, სამაგალითოა. ეს საზოგადოების ორგანიზების მოდელია, თუ როგორ უნდა აიღოს ცალკეულმა ადამიანმა თავის თავზე პასუხისმგებლობა - სახელმწიფოს კი არ უნდა უყუროს და მისგან რაღაცას კი არ ელოდოს, არამედ, პასუხისმგებლობა თავად აიღოს. თქვენ ამ მაგალითს ყველას აძლევთ და ეს არის ყველაზე მთავარი - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა წამოწყებასა და ინიციატივას გარკვეული ფინანსური სტაბილურობა სჭირდება:
"ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ ისე, როგორც ახლა მოქმედებთ. ეს შეიძლება იყოს სპეციალური რეჟიმები, ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში და სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში თქვენი დახმარება შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებიც იყოს, რათა ხარისხიანი პროდუქტი ექსპორტზე უფრო მარტივად გაიტანოთ"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
უწყების ცნობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს ფერმერ ნინო ზამბახიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ის ამჟამად 2000-მდე ფერმერს აერთიანებს. ასოციაციამ მოკლე დროში შეძლო სახელმწიფოსა და ფერმერთა შორის მაკოორდინირებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. ღონისძიების მიმდინარეობისას აქცენტი საქართველოს ფერმერთა სათათბიროს მიზნებსა და პრიორიტეტებზე გაკეთდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა