logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა
პრემიერი: მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა
14:30 26.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.
მისივე თქმით, კანონპროექტი, საერთაშორისო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ გარემოს შექმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესში, რასაც მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა მოიცავს. იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა. ეს, ერთი მხრივ გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს; მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში.
კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის, ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა“-განაცხადა პრემიერმა.
ჩარჩო-კანონმდებლობა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა