logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო
ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო
14:44 26.09.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიზანი, რომ მომავალი თაობებისთვის აგრარული დარგი მიმზიდველი ყოფილიყო, მიღწეულია.
ამის შესახებ დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„დღევანდელ შეკრებას ჩვენი ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ახალგაზრდა ფერმერი ესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი, აგრარული დარგი ყოფილიყო მიმზიდველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ დაწყებული იმ პოტენციალის ათვისება, რაც ქვეყანაში არსებობს, მიღწეულია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ოთხი პროექტი - ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და ახალი სახელმძღვანელო „გზა ფერმერობისკენ“ - გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
აღინიშნა, რომ ფერმერთა სათათბიროს შექმნის უმთავრესი მიზანი საკანონმდებლო პროცესებში ფერმერთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.
„სათათბირო, რომელიც დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, იქნება კიდევ ერთი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება აზრთა გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, საჭიროებების იდენტიფიცირება,... სათათბირო დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტად იყოს სახელმწიფო პროექტები მორგებული ფერმერსა და მეწარმეზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების პროცესში ფერმერებისთვის შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ სულ უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. არაერთი გარემოების (კლიმატი, საერთაშორისო ფისკალური პოლიტიკა, საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურა...) გამო, აგრარული დარგი სულ უფრო ხშირად დგას გამოწვევების წინაშე, რასთანაც გამკლავება მხოლოდ შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებს სახელმძღვანელოს შექმნისთვის გაწეული სამუშაოსთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფერმერთა ასოციაციას და შეკრებილ ფერმერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით სათათბიროს დაფუძნება მიულოცა და წარმატება უსურვა.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა