ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურული რეფორმები იყო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრომლობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.
უწყების ინფორმაციითვე, საუბარი ეკონომიკურ მაჩვენებლებს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს შეეხო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას ახორციელებს. ახალი პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას ეფუძნება.

















