logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ
ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ
21:23 25.09.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს NASA - ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ცოცხალი ლეგენდა ჯონ კასანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კოსმოსურ ხომალდზე „კაცობრიობის მესიჯის“ განთავსება.
მეცნიერები საქართველოს ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფონდი ,,ნოვას“ ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი ახორციელებს. ღონისძიებას დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრნენ.
,,ჩვენ აღვნიშნავთ ,,ვოიაჟერის“ მე-40 წლისთავს, რომელიც ახლა 13 მილიარდი მილის დაშორებით არის. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც გალაქტიკის საზღვრებს გასცდა. მას დედამიწიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს. ეს არის არტეფაქტები ჩვენი კულტურის, ცივილიზაციის შესახებ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ვოიჟერში ქართული პოლიფონიური სიმღერა ,,ჩაკრულოს“ ჩანაწერიც არის. სწორედ ამ სიმღერის შერჩევა მოხდა კოსმოსში გასაშვებად კარლ საგანის მიერ, რომელიც ჩაწერილია ოქროს ფირფიტაზე,-‘’განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.
ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.
ტექნოპარკში დღეს ლეგენდარული კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა.

„ტექნოპარკში გადავწყვიტეთ გავხსნათ ბატონი საგანის ოთახი, რომელიც „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის უშუალო გადაწყვეტილების მიმღებია და დღეს ვმასპინძლობთ ნასას ძალიან ცნობილ მეცნიერებს, რომლებსაც დავათვალიერებინებთ ტექნოლოგიურ პარკს, რომელიც შეიქმნა სტარტაპერების მხარდაჭერისთვის. დღეს იქნება ღია საუბარი. ისინი გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ჩვენს სტარტაპერებს და დაინტერესებულ პირებს, ასევე უპასუხებენ კითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდებათ“-განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ.
ვოაჟერის პროგრამის ყოფილი მენეჯერი ჯონ კასანის განცხადებით, საბჭოთა კავშირი ლობირებას იმდროინდელ პოპულარულ რუსულ სიმღერას, ,,Подмосковные вечера“-ს უწევდა. თუმცა, ამერიკელმა საბოლოოდ არჩევანი ქართულ ,,ჩაკრულოზე“ გააკეთეს. ”ტექნოლოგიები არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ძალიან გვიხარია, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიებზე და ინოვაციების განვითარებაზე თავისი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მისიების განხორციელება, როგორიც იყო ვოიაჟერი და მისია მარსზე. რაც შეეხება ”ჩაკრულოს”, ეს სიმღერა მე არ ამირჩევია. მე ავარჩიე კარლ საგანი, პიროვნება, რომელმაც ვოიაჟერისთვის მასალები შეაგროვა”, - განაცხადა ჯონ კასანმა.
NASA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მყოფი მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი ბობ მენინგი აცხადებს, რომ ტექნოპარკი არის განსაცვიფრებელი ადგილი და ეს ადგილი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას.
”პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის განსაცვიფრებელი ადგილი. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. ტექნოლოგიების და ინოვაციებისთვის აუცილებელია იდეების მოზიდვა და ეს ქმნის საფუძველს, რომ ეს იდეები განვითარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამის გაკეთება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ემსახურება სწორედ იდეების შემოსვლას და შემდეგ ამ იდეებზე მუშაობას. ვფიქრობ, ეს მოტივაციას აუმაღლებს ახალგაზრდებს, როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ ”ჩაკრულო”, ქართული პოლიფონიური მუსიკა, დღეს არის კოსმოსში”, - განაცხადა ბობ მენინგმა.
”ნოვას” ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ კოსმოსში ქართული პოლიფონიური მუსიკის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის პრეზენტაცია 28 სექტემბერს გაიმართება. როგორც ბლუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ჩაკრულოს“ აქვს საოცარი ისტორია, თუ როგორ მოხვდა ის ოქროს დისკზე.

”საოცარი ისტორია მომიყვა საგანის მეუღლემ, როცა მოისმინეს ”ჩაკრულო”, კითხვაც არ დასმულა, ისე აარჩიეს. რუსეთი ეცადა დაბლოკვას, დარეკეს და უთხრეს საგანს, რომ საქართველო არის საბჭოთა კავშირის ქვეყანა და კოსმოსში არა ”ჩაკრულო”, არამედ ”პადმასკოვსკიე ვეჩერა” უნდა გაიგზავნოსო. ისიც კი იკადრეს, რომ თარგმნეს „ჩაკრულოს“ ტექსტი, სადაც არის სიტყვები ”ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია” აგრესიული სიმღერაა და რატომ ირჩევთო. აქ მთავარი როლი ითამაშა საგანის შეუვალობამ, პრინციპულობამ და ადვილად არ მოექცა მოსკოვის გავლენის ქვეშ. შედევრი წავიდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო”, - განაცხადა რამაზ ბლუაშვილმა.
NASA-ს წარმომადგენლები ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში ქართველ სტარტაპებს შეხვდნენ, რომელთაც თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს. რობ მენინგმა მარსის კვლევების შესახებ, ახალგაზრდებისთვის უფასო ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა