logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა წელს 4.5%-ით გაიზრდება
სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა წელს 4.5%-ით გაიზრდება
18:01 25.09.2017
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fიტცჰ-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB"" და რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოცემული დონე ქვეყნის მმართველობისა და ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად ხელსაყრელ პირობებს ასახავს, მსგავსი საკრედიტო რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მაღალ დონეს ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების მიმართ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რელიზში საუბარია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, რაც გაცილებით მაღალი საკრედიტო შეფასების ("BB") მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება. ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაჩქარდა და ამ ფაქტს როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით (პროგნოზით), საქართველოს ეკონომიკის ზრდა როგორც მიმდინარე წელს, ასევე, მომდევნო 2 წლის განმავლობაში 4.5%-ის ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლისათვის 3.5% შეადგენს.
სარეიტინგო კომპანია აქცენტს საქართველო საბანკო სექტორის სიძლიერეზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონე დოლარიზაციასთან ასოცირებულ რისკებს აბალანსებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე წლის აპრილში საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაფორმებულ ახალ პროგრამაზე "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმზე"", რომლის ფარგლებშიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გამოუყოფს 201.4 მლნ. შDღ (დაახლოების 285 მლნ. აშშ დოლარი) ფინანსურ რესურს მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული სტრუქტურული რეფორმების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაზეც ყურადღება ასევე გამახვილდა სარეიტინგო კომპანიის მიერ გაკეთებულ შეფასებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა