საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სასმახურის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო საწარმოთა 2012 წლის II კვარტალის გამოკვლევას იწყებს.
საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სა¬წარ¬მო ექვემდებარება, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა შერჩევით ხორციელდება.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი არაუგვიანეს 2012 წლის 3 სექტემბრამდე გამოაქვეყნებს ბიზნეს სექტორის 2012 წლის II კვარტალის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის, ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალო ხელფასი თვეში, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა.
საწარმოთა 2012 წლის II კვარტალის გამოკვლევა მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო ასევე იწყებს ბიზნეს რეგისტრის აქტუალიზების გამოკვლევას სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით, რომელიც ასევე დღეიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. გამოკვლევის მიზანი ბიზნეს რეგისტრის განახლება და მისი ხარისხის გაუმჯობესებაა.

















