საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უწყების ხელმძღვანელის, გიორგი
გახარიასა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ ფოქსის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
გიორგი გახარიასა და მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მიმართ, რომელთა შორის არის საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, კერძო და საჯარო პარტნიორობა, ბიზნეს სახლის კონცეფცია და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

















