logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს
დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს
16:55 21.09.2017
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც რეფორმის მოდელები მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება, რეფორმის მოდელები კი მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე და გამართული კოორდინირების მექანიზმი კი ჩამოყალიბებული“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გამართული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ მომსახურების გაწევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისათვის. იგი წარმოადგენს საჯარო სექტორის ფინანსური ეფექტიანობის მაქსიმიზაციის მექანიზმს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისათვის.
„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა და კვლავ მოაქვს ხელშესახები შედეგები, როგორიცაა მაგალითად: მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემუშავებული ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები; გაძლიერებული და გაღრმავებული უწყებათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია პროგრამული ბიუჯეტირების კარგი სისტემით; საკუთარი ძალების გამოყენებით კარგად ჩამოყალიბებული და სრულად ინტეგრირებული ელექტრონული სისტემები (ePFMS) ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის; საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა; განვითარებული მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის შესაძლებლობები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა