logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
16:49 21.09.2017
სასტუმრო "ბილტმორში" საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მოხსენებით პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარსდგა.
კონფერენციაზე „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა საქართველოში“ გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში ძირეული ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგში აისახა. ხაზგასმით აღინიშნა სარეიტინგო კომპანიის, „Moody’s” ბოლო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია, ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა. აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში. საქართველოს პოზიცია ღია ბიუჯეტის ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის 102 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 16 პოზიციაზეა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.
ასევე აღინიშნა, რომ მიღწეული პროგრესის დამატებით მტკიცებულებას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის ბოლოს.
„იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილი ფაქტები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სისტემური მიდგომა საჯარო ფინანსების მართვის ახალი რეფორმის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გადაიჭრას დარჩენილი საკითხები და გამოწვევები და შეიქმნას საჯარო ფინანსების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში იქნება. აღნიშნული მიღწევები შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და ჩვენი განვითარების სხვადასხვა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა