თბილისში ფრეიზერის ინსტიტუტის (Fრასერ Iნსტიტუტე) "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების"
რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი იმყოფება. მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც ესწრებოდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა სხვადასხვა უწყების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა, ასევე "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო პოზიციის მიმოხილვა იყო.
პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმე დღიანი (18-22 სექტემბერი) ვიზიტით იმყოფება.

















